LIVE

წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, რამდენიმე ახალი ვაქცინა გამოჩნდება

16 მარ 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 375
წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, რამდენიმე ახალი ვაქცინა გამოჩნდება
Bloomberg

მსოფლიოში Covid-19-ის ვაქცინების შექმნაზე აქტიური მუშაობა გრძელდება. ამჟამად 80-ზე მეტი ვაქცინა დამუშავების პროცესშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის თქმით, შესაძლოა, წლის ბოლომდე მინიმუმ ექვსმა კლინიკური შემოწმება გაიაროს და მარეგულირებელი ორგანოს შეფასება მიიღოს. ახალ ვაქცინებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც ნემსს არ საჭირობს და ოთახის ტემპერატურაზე ინახება.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამოცხადებიდან ზუსტად ერთ წელიწადში Covid-19-ის 10 დამტკიცებული ვაქცინა არსებობს, ვირუსის ცირკულირების გამო, მასზე მოთხოვნა მზარდია.

”არსებული ვაქცინებით აღფრთოვანებული ვართ. თუმცა მომავალში გაუმჯობესებაც შეგვიძლია. ვფიქრობ, 2022 წელს გაუმჯობესებულ ვაქცინებს ვიხილავთ,” ამბობს სვამინატანი, რომელიც ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის კვლევებითაა ცნობილი. 

ექსპერიმენტული ვაქცინები ალტერნატიულ ტექნოლოგიებს ეფუძნება და მიწოდების განსხვავებულ სისტემებს მოითხოვს. მათ შორისაა ვაქცინები, რომლებიც მხოლოდ ერთი დოზით აცრისთვისაა განკუთვნილი. ასევე მუშავდება ისეთებიც, რომლებიც ორგანიზმში პერორალურად, ცხვირის სპრეის საშუალებით, და კანზე დასაკრავი სპეციალური ფირფიტების გამოყენებით ხვდება. იმუნიზაციის ეს ფორმა ზოგიერთი ჯგუფისთვის, მაგალითად, ორსულებისთვის უფრო შესაფერისია. 

ახალ ვაქცინებზე მუშაობის პარალელურად, არსებული ვაქცინების მწარმოებლებმა დაიწყეს განახლებული ვერსიების, ახალი შტამების წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ვაქცინების ტესტირების პროცესი.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი