LIVE

ჩინეთის ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება

16 მარ 202110:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
ჩინეთის ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება
chinausfocus.com

2021 წელს, ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზირებულზე უფრო სწრაფად გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ძლიერ პოსტ-პანდემიურ გაჯანსაღებას, ასევე აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის შედეგად ჩინურ ექსპორტზე გაზრდილ მოთხოვნას.

მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა წელს 9%-ით გაიზრდება, რაც ადრეულ პროგნოზზე, 8.2%-ზე მაღალია. ეს ყველაზე სწრაფი ტემპია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე და დააჩქარებს იმ მომენტის დადგომას, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკას გადაუსწრებს.

ჩინელი ეკონომისტების ცნობით, ადგილობრივი მოხმარება 10%-ს შეადგენს, რაც მკვეთრად გაზრდილ ექსპორტთან ერთად კორპორატიულ კაპიტალურ დანახარჯებს გაამყარებს იმის მიუხედავად, რომ ინფრასტრუქტურაში და უძრავ ქონებაში ინვესტიციები შენელდა.

2021 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 19%-ით იმატა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია