LIVE

უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ - მკვლევარი

30 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ - მკვლევარი

უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას შემდგომ თვეებში არ უნდა ველოდოთ,- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" Galt & Taggart-ის უფროსმა მკვლევარმა, კახაბერ სამყურაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება მიგრანტების ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

"2023 წლის აგვისტოში, უძრავის ქონების გაყიდვების თვალსაზრისით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედი შემცირება შეინიშნება. წინა წელთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის, რომ იმ პერიოდში უძრავი ქონებაზე მოთხოვნა პიკს აღწევდა. რაც გარკვეულწილად მიგრანტების ეფექტით იყო გამოწვეული. ახლა ეს ეფექტი შეიძლება ითქვას, რომ ამოიწურა", განაცხადა კახაბერ სამყურაშვილმა.

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში თბილისში 3552 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.3%-ით უფრო შემცირებული მაჩვენებელია. შემცირება განსაკუთრებით მეორად ბაზარზე შეიმჩნევა, სადაც წლიური კლება თითქმის 15%-ია.