LIVE

მერია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს - ხელფასი ₾2 500 - 3 000-ია

27 სექ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1251
მერია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს - ხელფასი ₾2 500 - 3 000-ია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ მძღოლის ხელფასი გამომუშავებით 2 500-დან 3 000 ლარამდე იქნება.

„უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და ახალ მარშრუტებზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. 

ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები.

ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 - 3 000 ლარს გამომუშავებით“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.