LIVE

ინდოეთი ტექნიკის იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნას, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაავადებს

23 სექ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
ინდოეთი ტექნიკის იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნას, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაავადებს

ინდოეთი ლეპტოპების, ტაბლეტებისა და პერსონალური კომპიუტერების იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნას, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაავადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის მთავრობამ ლიცენზირების რეჟიმის შემოღების შესახებ გასულ თვეში განაცხადა და ამის მიზეზად ქვეყანაში სანდო აპარატურისა და სისტემების შესვლის უზრუნველყოფა, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ჩინეთთან სავაჭრო დისბალანსის შემცირება დაასახელა. 

ელექტრონული ტექნიკა ინდოეთში იმპორტით შესული პროდუქტის 1.5%-ს შეადგენს. იმპორტი კი ძირითადად ჩინეთიდან ხორციელდება. 

იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნა დიდ ზიანს მიაყენებს ისეთ საერთაშორისო მწარმოებლებს, როგორებიც Apple-ი, Dell-ი და Samsung-ი არიან.

ინდუსტრიის წინააღმდეგობების შემდეგ, ცვლილება დაახლოებით სამი თვით გადაიდო. წყაროების თანახმად, ამჟამად ინდოეთის მთავრობა ცდილობს გადაზიდვები იმპორტის მართვის სისტემის მეშვეობით დაარეგულიროს.

კომპანიებს სისტემაში დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეეძლებათ. 6-8 თვის შემდეგ, მთავრობა იმპორტის ავტორიზაციის სისტემის შექმნას და იმპორტიორებისთვის კვოტების დადგენას გეგმავს.