LIVE

მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია ცდების ჩასატარებლად პაციენტებს მიიღებს

23 სექ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია ცდების ჩასატარებლად პაციენტებს მიიღებს

ილონ მასკის ტვინის იმპლანტების კომპანია Neuralink-ი კლინიკური ცდების ჩასატარებლად პაციენტების მიღებას აანონსებს.

კერძოდ, Neuralink-ი კვლევებისთვის კვადრიპლეგიით, ანუ ოთხივე კიდურის დამბლით, დაავადებულ ადამიანს ეძებს. კომპანიას სურს შეაფასოს იმ ხელსაწყოს უსაფრთხოება, რომელიც ადამიანებს გარე მოწყობილობების გონებით მანიპულირების საშუალებას აძლევს. 

მასკის განცხადებით, Neuralink-ის ტექნოლოგიები სამომავლოდ ადამიანებს უცხო ენების შესწავლასა და გონებით კომუნიკაციაშიც კი დაეხმარება; თუმცა საწყის ეტაპზე, როგორც მასკმა ამის შესახებ მრავალჯერ განაცხადა, მიზანი ტვინის დაზიანებების გაუმჯობესება და გამოსწორებაა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) Neuralink-ს ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება მიანიჭა.

გარდა ამისა, როგორც Neuralink-ი აცხადებს, კომპანიას საქმიანობის ჩატარების უფლება მოპოვებული აქვს ერთ-ერთი საავადმყოფოსგან, თუმცა მისი სახელი ჯერჯერობით არ საჯაროვდება.