LIVE

ევროკავშირმა TikTok-ი €345 მილიონით დააჯარიმა

16 სექ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
ევროკავშირმა TikTok-ი €345 მილიონით დააჯარიმა

ევროკავშირმა ჩინური ვიდეო-აპლიკაცია TikTok-ი ბავშვების პირადი ინფორმაციის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით €345 მილიონით დააჯარიმა

ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისიის თანახმად, TikTok-მა ვერ უზრუნველყო ბავშვების დაცვა შეუსაბამო მონაცემების მიღებისგან და გამჭვირვალედ არ იმოქმედა. 

სააგენტომ TikTok-ს სამთვიანი ვადა მისცა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ვალდებულია, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს (GDPR) შეუსაბამოს. 

"ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი დაწესებულ ჯარიმას,"- განაცხადა TikTok-მა. "ჩვენ სამი წლის წინ აპლიკაციის პარამეტრებში რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ; მათ შორის იყო 16 წლამდე ასაკის მომხმარებელთა პირადი მონაცემების მკაცრად დაცვა; ეს ცვლილებები მაშინ გვქონდა შეტანილი, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული."

საინტერესოა, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი იმ ტექნოგიგანტების სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკავშირი მუშაობის დამატებით შეზღუდვებს უწესებს.

გასულ წელს ირლანდიის მარეგულირებელმა ბავშვების პერსონალური მონაცემების არასათანადოდ დაცვის ბრალდებით Meta-ც დააჯარიმა. ამ შემთხვევაში ჯარიმა €405 მილიონი იყო.