LIVE

ნორვეგია AstraZeneca-ს ვაქცინასთან კავშირში თრომბის სამ შემთხვევას იკვლევს

14 მარ 202111:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
ნორვეგია AstraZeneca-ს ვაქცინასთან კავშირში თრომბის სამ შემთხვევას იკვლევს
Bloomberg

ნორვეგია, რომელმაც AstraZeneca-ს Covid-19 ვაქცინის გამოყენება შეაჩერა,  თრომბის და ცერებრალური სისხლჩაქცევების სამ მძიმე შემთხვევას იძიებს. კავშირი შემთხვევებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის ჯერ დადგენილი არ არის.

ნორვეგიის ჯანდაცვის ორგანოები 50 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებმაც AstraZeneca– ს ვაქცინა ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეს, ურჩევენ ნებისმიერი გართულების ან კანზე სისხლჩაქცევების გამოავლენისთანავე  მიმართონ ექიმს, თუ ეს გართულებები ვაქცინაციიდან სამზე მეტი დღის შემდეგ გამოვლინდა.

AstraZeneca– ს გლობალურ მედიასთან ურთიერთობის დირექტორმა ფიონა კუკსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მონაცემები, რომელიც 17 მილიონზე მეტი დოზის ანალიზს მოიცავს, ”ფილტვის სისხლძარღვების ემბოლიის, ვენების ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის გაზრდილ რისკს არ აჩვენებს”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ასევე იკვლევს AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებულ თრომბის განვითარების შემთხვევებს. ჯანმო ამ ეტაპზე ვაქცინის ორ კონკრეტულ პარტიას შეისწავლის და აცხადებს, რომ სანამ მკაფიო კავშირი ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის დაუდგენელია, ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი არ არსებობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტიან ვაინბერგი