LIVE

ეროვნული ბანკი: უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება დაჩქარდა

13 სექ 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
ეროვნული ბანკი: უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება დაჩქარდა

ეროვნული ბანკის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება დაჩქარდა. მარეგულირებელი, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ინფლაციასთან მიმართებით დამატებითი წნეხის წარმოშობის რისკზე მიუთითებს.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება, წარმოშვას. 

ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 463.75 მლნ ლარით (0.98%) გაიზარდა და ივლისის ბოლოს 47.79 მლრდ ლარი იყო. 

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე შეამცირა.