LIVE

ერთ თვეში ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾464 მილიონით გაიზარდა - სებ

25 აგვ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
ერთ თვეში ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾464 მილიონით გაიზარდა - სებ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 463.75 მლნ ლარით (0.98%) გაიზარდა და ივლისის ბოლოს 47.79 მლრდ ლარი იყო. 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 93.57 მლნ ლარით (0.36%), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული - 370.18 მლნ ლარით (1.73%) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.74%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

ივლისში 0.91%-ით, ანუ 227.94 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტება და ივლისის ბოლოსთვის 25.39 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის თანახმად, 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 54.47% იყო. 30 ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, მონაცემები 0.34 პროცენტული პუნქტით შემცირდა.