LIVE

Black Sea Arena წლებია ზარალზე მუშაობს- ფლანგვის დეტექტორი

12 სექ 202313:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
Black Sea Arena წლებია ზარალზე მუშაობს- ფლანგვის დეტექტორი

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში კონცერტების ნაწილი Black Sea Arena-ზე იმართება - საკონცერტო დარბაზში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია სახელმწიფოსთვის და რომლის შესანახად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.

როგორც ფლანგვის დეტექტორის მკვლევარი, ლიზა ქორიძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, მთავარ კითხვად რჩება ის, თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს თანხა იხადოს ისეთ საკონცერტო დარბაზში, როგორიცაა Black Sea Arena.

მისი თქმით, Black Sea Arena შექმნის დღიდან ზარალზეა. კერძოდ, 2017-2021 წლებში ზარალმა ჯამში 23 მლნ ლარს გადააჭარბა.

"საკითხის გარშემო შეკითხვები მას შემდეგ გაიზარდა, რაც Black Sea Arena აშენებისთანავე სახელმწიფოს გადაეცა საჩუქრად, რაც პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ საკონცერტო დარბაზის შენახვა ყოველწლიურად ბიუჯეტის სახსრებით ხდება. აღსანიშნავია, რომ სუბსიდია წლიდან წლამდე იზრდებოდა, მათ შორის პანდემიის დროსაც, როცა ყველა სახელმწიფო დარბაზი უფუნქციო და დაკეტილი იყო, Black Sea Arena მთელი ამ დროის განმავლობაში იღებდა გაზრდილ სუბსიდიას. სწორედ ამიტომ მთავარ კითხვად რჩება ის თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს მილიონობით ლარი იხადოს ისეთ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ზარალით ასრულებს ყოველ სამუშაო წელს",- განაცხადა ლიზა ქორიძემ.

ცნობისთვის, კომპანია წლებია მილიონობით ლარს იღებს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უფრო კონკრეტულად, 2017-2021 წლებში კომპანიამ ჯამში 38 მლნ 451 ათასი ლარი მიიღო. ამასთანავე საკონცერტო დარბაზი ყოველ წელს ზარალით ასრულებს.