2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 2.9 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი 34.7%-ითაა გაზრდილი.
მხოლოდ აგვისტოში ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 550 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო.