LIVE

საქართველომ 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან $1.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო

01 აგვ 202312:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
საქართველომ 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან $1.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო

2023 წლის იანვარი-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 თვის შედეგები აჩვენებს, რომ პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები 123.9%-ითაა აღდგენილი.  

2022 წელთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 661 999 720 დოლარით (57.9%) გაიზარდა.

რაც შეეხება 2023 წლის მხოლოდ II კვარტლის შედეგებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1 009 112 957 დოლარი შეადგინა. 2019 წლის აპრილი-ივნისის მონაცემები 115%-ით აღდგა.  

წინა წლის II კვარტალთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 260 291 106 დოლარით (34.8%).  

ინფორმაციისთვის, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს 74%-ით აჭარბებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 75.9 %-ია.