LIVE

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

10 სექ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 336
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 2 059 ადამიანი; მათგან 1 404 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ცოტა ხანში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, 72 კილომეტრის დაშორებით, ატლასის მთებში დაფიქსირდა. 

დაზარალდა მაროკოს ისტორიული ქალაქი მარაკეში. გარდა ამისა, მძიმე ზიანი მიადგა ქვეყნის დედაქალაქსაც. 

ბოლო ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეს მაროკოსთვის ყველაზე დამაზიანებელი მიწისძვრა აღმოჩნდა.