LIVE

Bolt-ი ლათინური ამერიკისა და აზიის ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

12 მარ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
Bolt-ი ლათინური ამერიკისა და აზიის ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს
Getty Images

Bolt-ი, რომლის ღირებულება დაფინანსების ბოლო რაუნდზე $2 მილიარდ დოლარზე მეტით შეფასდა, აფრიკაში გაფართოებას, ტექონოლოგიების გაუმჯობესებას და ახალ ბაზრებზე შესვლას გეგმავს.

მგზავრობის სერვისის მსოფლიო ინდუსტრია სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Uber-ი და Didi, აგრესიულად ფართოვდებიან გლობალური მასშტაბით.

როგორც Bolt-ის დამფუძნებელი მარკუს ვილგი ამბობს, კომპანია ლათინური ამერიკისა და წყნარი ოკეანის აუზის ბაზრების ათვისებას გეგმავს, რადგან მსხვილი ამერიკური კომპანიები ამ ბაზრებზე ორიენტირებული არ არიან.

ტალინში დაფუძნებულმა კომპანიამ ამ თვეში მსოფლიო ბანკისგან $20 მილიონი დაფინანსება მოაგროვა, რაც მის მიერ ჯამურად მიღებულ ინვესტიციას $596 მილიონ დოლარამდე ზრდის. Bolt-ის ინვესტორთა რიგებში არიან Mercedes Benz-ის მფლობელი Daimler და ჩინური Didi Chuxing.

როგორც ვილინგი ამბობს, Bolt-ი ახლა აფრიკულ ბაზარზე დომინანტი სერვისია მგზავრობის სეგმენტში.

”ჩვენი მიზანია, გავხდეთ უდიდესი მოთამაშე ყველგან, სადაც გვაქვს ოპერაციები. ამიტომ ვამცირებთ ჩვენს წილს თითოეული მგზავრობიდან, რომ სერვისი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი, ხოლო ჩვენი მძღოლებისთვის უფრო სარფიანი გახდეს" - ამბობს ვილიგი. 

Bolt-ი ასევე გეგმავს საკუთარ პლატფორმაზე ახალი სერვისების დამატებას. მათ შორის სურსათის და საკვების ადგილზე მიწოდებას. საქართველოში კომპანიის აპლიკაციას ეს სერვისი უკვე აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლონი პრინსლო