LIVE

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი საქართველოში?

17 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი საქართველოში?

საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასმა ივნისში 498 ლარი შეადგინა.

ამ ტიპის სასტუმროებში ღამის გატარება ყველაზე ძვირი გურიაშია. აქ სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 894 ლარი შეადგინა, აჭარაში - 550 ლარი, თბილისში - 505 ლარი, ხოლო კახეთში - 466 ლარი.

ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის უახლეს კვლევაში. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 267 ლარი შეადგინა. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 132 ლარია. 

PMC კვლევითი ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა. 

2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-11.9%). 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წლის ივლისში
სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა.

2023 წლის ივლისში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-16.5%).