LIVE

იაპონური იენი 2023 წლის მინიმუმზეა - ვითარება გლობალურ სავალუტო ბაზრებზე

14 აგვ 202318:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 770
იაპონური იენი 2023 წლის მინიმუმზეა - ვითარება გლობალურ სავალუტო ბაზრებზე

ორშაბათის მონაცემებით, გლობალურ სავალუტო ბაზრებზე სტაბილურობაა. გამონაკლისია იაპონური იენი, რომელიც 2023 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, და რუსული რუბლი, რომელიც უკვე 17-თვიან მინიმუმზეა. 

გასული წლის 10 ნოემბრის შემდეგ დღეს იენი ყველაზე მეტადაა გაუფასურებული: ორშაბათს 1 დოლარის ღირებულებამ 145.22 იენი შეადგინა. ინვესტორები ეკონომიკაში მთავრობის ჩარევას ელოდებიან. 

გასული წლის სექტემბერში, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 145 იენს გადააჭარბა, იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ იენი იყიდა და დოლარის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეროვნულ ვალუტასთან 1:140 ნიშნულამდე დააბრუნა.

გლობალურად ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე იაპონიის ბანკი შედარებით რბილ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. ამის გამო დანარჩენი ქვეყნებისთვის საზღვარგარეთ შემოსავლების მიღება უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა; შედეგად კი იენზე გავლენა იზრდებოდა. 

რაც შეეხება რუსეთის ეროვნულ ვალუტას, დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 101 რუბლს გადააჭარბა და 101.04 რუბლი შეადგინა. რუბლი 17-თვიან მინიმუმზეა; ხოლო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სუსტ მონეტარულ პოლიტიკაში სდებს ბრალს. 

მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით სხვა მთავარი გლობალური სავალუტო კურსები სტაბილურია. 1 ევროს ღირებულება $1.095-ია.

თავის მხრივ, აშშ დოლარის ინდექსი, რომელიც დოლარის კურსს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით ზომავს, დღეს 103.02-მდე მოიმატა, რაც ივლისის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია მოლოდინები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ, რაც ინვესტორებს მეტი დოლარის ყიდვისაკენ უბიძგებს. 

ამას გარდა, კიდევ უფრო გამყარდა გირვანქა სტერლინგი, რომელიც $1.271 ღირს.