
ილონ მასკის თქმით, მილიარდერებს შორის დაგეგმილი ორთაბრძოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) ლაივში გავა. აღნიშნული ორთაბრძოლა, რომელიც ლას-ვეგასში უნდა გაიმართოს, ივნისიდან იგეგმება.
მასკმა ასევე თქვა, რომ ორთაბრძოლაში შემოსული თანხა ვეტერანთათვის ქველმოქმედებას მოხმარდება.
ილონ მასკი რინგისთვის ემზადება. X-ზე მან თავის ერთ-ერთ პოსტში განაცხადა, რომ "მთელი დღეები სიმძიმეების აწევასა და ბრძოლისთვის მზადებაში გადის."
როდესაც X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს ჰკითხა, თუ რა მიზანს ემსახურება მილიარდერებს შორის დაგეგმილი ორთაბრძოლა, მასკმა მას უპასუხა, რომ ეს "ომის ცივილური ფორმაა. კაცებს კი ომი უყვართ."
ცუკერბერგს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.