LIVE

6 თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

17 ივლ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
6 თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს 74%-ით აჭარბებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 75.9 %-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემს 90.8%-ით აღემატება, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ია.

2023 წლის II კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1 651 655 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წლის მონაცემებს კი 44.8%-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.