LIVE

პუტინი: თურქეთის გაზის ჰაბად ქცევის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია

31 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
პუტინი: თურქეთის გაზის ჰაბად ქცევის საკითხი კვლავ დღის წესრიგშია

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის იდეა ჯერ კიდევ განიხილება და განხორციელების შემთხვევაში, მას ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის ფორმა ექნება და არა ფიზიკური ობიექტის,- აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა

კრემლის იდეა თურქეთთან ბუნებრივი აირის ვაჭრობასთან დაკავშირებით გასული წლის ოქტომბერში გაჩნდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთთან სანქცირებულ რუსეთს ვაჭრობა თითქმის აღარ აქვს, პუტინმა გადაწყვიტა, თურქეთი ექცია რუსული გაზის ვაჭრობის მთავარ მიმართულებად. 

სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე შეხვედრებზე პუტინმა აღნიშნა, რომ საკითხი "კვლავ დღის წესრიგში დგას." გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ამ და სხვა საკითხებს ოთხშაბათს სატელეფონო ზარით განიხილავს. 

რუსეთიდან თურქეთში გაზი შავი ზღვის ორი მილსადენით გადის; კერძოდ, ესენია Blue Stream და Turkstream: ორივეს ერთად წლიურად 48 მილიარდი კუბური მეტრის გაზი გადააქვთ. Turkstream-ი ძირითადად თურქეთის შიდა მოთხოვნას ხმარდება; ხოლო მეორე მილსადენით თურქეთში შესული გაზი სამხრეთ ევროპის ქვეყნებში გადადის, რაც თურქეთს რეგიონში რუსული გაზის ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ქვეყნად აქცევს. 

არსებული შეფასებით, თუკი თურქეთი გაზის ჰაბად იქცევა, შავი ზღვის მილსადენები, 2025 წლისთვის, წლიურად დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრის რუსულ გაზს გადაიტანენ.