
Barbie-ის პრემიერიდან პირველ კვირაში გლობალურად ბილეთების გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა $500 მილიონს გადააჭარბა.
აღნიშნული მაჩვენებლით Barbie კინოკომპანია Warner Bros.-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გარეთ გაყიდული ბილეთების წილი $291 მილიონია. ხოლო შიდა ბაზარზე ფილმის პრემიერიდან სულ რაღაც ორ დღეში $155 მილიონის ღირებულების ბილეთები იყო გაყიდული.
კომედიური ჟანრის ფილმის სიუჟეტი ცნობილ სათამაშო ბარბის ეფუძნება. ფილმში ბარბის როლს ცნობილი მსახიობი მარგო რობი ასრულებს. ფილმის რეჟისორი ამერიკელი გრეტა გერვიგია.