LIVE

Barbie-ის პრემიერაზე ორ დღეში $155 მილიონის ბილეთები გაიყიდა

23 ივლ 202321:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
Barbie-ის პრემიერაზე ორ დღეში $155 მილიონის ბილეთები გაიყიდა

Barbie-ის გამოსვლიდან 2 დღეში ფილმის საყურებლად მხოლოდ შიდა ბაზარზე, აშშ-ში, $155 მილიონის ბილეთები გაიყიდა, რაც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ კინოფილმების მწარმოებელმა კომპანია Warner Bros.-მა კვირას განაცხადა

შაბათ-კვირას ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლებით Barbie-მ აპრილში გამოსულ The Super Mario Bros. Movie-ს გადაუსწრო, რომელსაც პრემიერის ფარგლებში აქამდე წლის ყველაზე მაღალი, $146.4-მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა. 

Barbie-ისთან ერთად, იმავე კვირას, კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-იც გამოვიდა, რომლის პრემიერაზე გაყიდული ბილეთების ღირებულებამ, Universal Pictures-ის ინფორმაციით, $80.5 მილიონი შეადგინა. 

Barbie-სა და Oppenheimer-ის მეტოქეობის ფონზე, აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმის პრემიერის ბილეთები ერთსა და იმავე დღეს 200 000-ზე მეტმა მსურველმა შეიძინა. ამ ფენომენს ინდუსტრიაში Barbenheimer-იც კი უწოდეს. 

შესაბამისად, გასული კვირა კინოინდუსტრიისთვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. ჯამში ორივე ფილმის პრემიერისთვის აშშ-ში ორ დღეში 18.5 მილიონი ბილეთი გაიყიდა.