
საქართველოს ეროვნულ ბანკში აშშ-დან საქართველოში გზავნილების გადმორიცხვის შეფერხების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც სებ-ში აცხადებენ, Western Union-ით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ-დან საქართველოში და პირიქით.
მარეგულირებლის განმარტებით, ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს გზავნილის ლიმიტებს და ასეთ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიმართოს მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას.
"ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union-ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ-დან საქართველოში, ასევე პირიქით - საქართველოდან აშშ-ში",- აცხადებენ სებ-ში.