LIVE

ტურისტების შესამცირებლად, ამსტერდამი საკრუიზო გემებს კრძალავს

21 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 367
ტურისტების შესამცირებლად, ამსტერდამი საკრუიზო გემებს კრძალავს
Jasper Juinen/Bloomberg

ტურისტების ნაკადის შემცირებისა და გიგანტური გემებისგან გამოწვეული დაბინძურების შესამცირებლად, ამსტერდამი საკრუიზო გემებს კრძალვას.

ნიდერლანდების დედაქალაქის საბჭომ გუშინ მხარი დაუჭირა საკრუიზო გემების ცენტრალური ტერმინალის დახურვას. საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილებას მხარი წევრების უმრავლესობამ დაუჭირა, რადგან ქალაქის ცენტრში საკრუიზო გემები ამსტერდამის მიზანს - ტურისტების ნაკადის შემცირებას, არ შეესაბამება. 

ამსტერდამში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო პორტია, რომელიც ყოველწლიურად ასობით მეგა გემს და დაახლოებით 700 000 საკრუიზო მგზავრს მასპინძლობს. 

საკრუიზო გემების აკრძალვა მასობრივი ტურიზმის შემცირების მიზნით ქალაქის მიერ მიღებული უახლესი ზომაა. წლის დასაწყისში ამსტერდამის ცენტრში ტურისტული ავტობუსების გადაადგილება აიკრძალა. 

ვარაუდობენ, რომ ამსტერდამი წელს მიიღებს 18 მილიონზე მეტ ვიზიტორს, რომელიც ქალაქში ღამეს გაატარებს. 2025 წლისთვის ამ რიცხვმა შესაძლოა 23 მილიონს მიაღწიოს

საკრუიზო გემების აკრძალვის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ამსტერდამში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებაა. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთმა საკრუიზო გემმა ერთ დღეში იმდენი აზოტის ოქსიდები (NOx) გამოაფრქვია, რამდენსაც 30000 სატვირთო მანქანა აფრქვევს.