ამსტერდამის ცენტრში ტურისტული ავტობუსების გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას DW News ავრცელებს.
ახალი წესი 2024 წლიდან ამოქმედდება და მისი მიზანი ქალაქში მოძრაობის განტვირთვა და გამონაბოლქვის შემცირებაა.
ახალი წესის თანახმად, ავტობუსი ცენტრისგან მოშორებით უნდა გაჩერდეს. ხელისუფლება ტურისტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ურჩევს. მუნიციპალიტეტი გეგმავს, რომ გამონაკლისი დაუშვას მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.⠀
გასულ წელს ნიდერლანდების დედაქალაქში დაახლოებით 18 მილიონმა ადამიანმა მინიმუმ ერთი ღამე გაატარა. ამ რიცხვს ემატება მილიონობით ვიზიტორი, რომელიც ქალაქს მხოლოდ დღის განმავლობაში სტუმრობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძველი ქალაქის ვიწრო ზოლებში ყოველდღიურად 300-დან 450-მდე ავტობუსი მოძრაობს, რაც იწვევს საცობებს, საფრთხეს უქმნის ბაიკერებსა და ფეხით მოსიარულეებს, ტვირთავს ძველ ხიდებს და ჰაერს აბინძურებს.