LIVE

ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს

09 მარ 202115:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 2168
ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს
Bloomberg

ნავთობზე ფასის ბოლოდროინდელმა ზრდამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ შეიძლება ენერგიაზე ფასის ზრდამ გლობალური ეკონომიკის აღდგენა შეაფერხოს და ინფლაციის შიში გააღვივოს.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს მსხვილმა ექსპორტიორებმა  მიწოდება კოორდინირებულად შეზღუდეს და ფასები 30% –ზე მეტით გაზარდა, ხოლო მსოფლიო Covid-19-ით გამოწვეული მოთხოვნის კრიზისიდან გამოდის, საუდის არაბეთის საკვანძო საექსპორტო ობიექტზე სარაკეტო შეტევამ Brent– ის ტიპის ნავთობზე ფასი $70-მდე გაზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ, ფასები კვლავ უკან იხევს,  ნავთობის ფასის გავლენა სამომხმარებლო ფასებზე და ზოგადად გლობალური ეკონომიკის აღდგენაზე, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მდგრადი იქნება თავად ეკონომიკური ზრდა.

აქ მოცემულია რამდენიმე მოქმედი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ:

რას ნიშნავს ნავთობის გაძვირება გლობალური ზრდისთვის?

ეკონომისტებისთვის მაღალი ფასის მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ფასი. ენერგიაზე გაწეული ხარჯების მატება, ძლიერი მოთხოვნის გამო, ჩვეულებრივ, ძლიერ და სტაბილურ ზრდაზე მიანიშნებს. თუმცა თუ ფასი შემცირებული მარაგის გამო იზრდება, ეს ეკონომიკის აღდგენაზე შესაძლოა,  ცუდად აისახოს. Morgan Stanley-ის ეკონომისტების შეფასებით, ნავთობი ბარელზე საშუალოდ $85 უნდა ღირდეს, რომ მისმა გლობალურმა ტვირთმა (ნავთობის მოხმარება გამრავლებული საშუალო ფასზე და გაყოფილი ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე) გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბოს.

”ნავთობის გლობალურმა ტვირთმა ბოლოს გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 2005 წელს გადააჭარბა. ეკონომიკებმა, ძლიერი გლობალური ზრდის ფონზე, ნავთობის მაღალი ფასების გავლენას 2007 წლამდე გაუძლეს. ამ დროისთვის გლობალური ზრდის იმპულსი უკვე სუსტდებოდა, ნავთობის ფასმა კი ზრდის ტემპი შეინარჩუნა ” - წერენ ბანკის ეკონომისტები.

რა გავლენა აქვს ნავთობის ფასს ინფლაციაზე?

ნავთობის ფასების ზრდა გლობალური ინფლაციური მოლოდინების ფონზე ხდება. ობლიგაციებზე განაკვეთის ზრდის პირობებში, ინვესტორები პოლიტიკის შემქმნელების იმ დაპირებას შეჰყურებენ ეჭვის თვალით, რომ ინფლაცია წელს საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გლობალურ ეკონომიკაში ტრილიონობით დოლარის სტიმულის ჩაშვების ფონზე.

ნავთობისა და საკვების ხარჯები ბაბლებს ქმნიან, თუმცა პოლიტიკის შემქმნელებისთვის მათი გარდამავალ კატეგორიაში მოქცევა, როგორც სამომხმარებლო ფასების ორი ყველაზე არასტაბილური კატეგორიის, უფრო მარტივი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები უძრავ ქონებასა და ნახევარგამტარებზეც იზრდება, მსოფლიოში გავრცელებულ ტენდენციად მაინც ფასების ზრდის შენელებული ტემპი სახელდება.


რას ნიშნავს ნავთობის გაძვირება ცენტრალური ბანკებისათვის?

ენერგია სამომხმარებლო ფასების გაზომვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა პოლიტიკის შემქმნელები ხშირად ყურადღებას ამახვილებენ ძირითად ინდექსებზე, რომლებიც არასტაბილურ კომპონენტებს, როგორიცაა მაგლითად ნავთობი, არ ითვალისწინებენ. თუ ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შენარჩუნდება, ის გავრცელდება ტრანსპორტირებასა და კომუნალურ მომსახურებებზეც. ეს სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში ცენტრალურ ბანკებზე ზეწოლას გაზრდის. მიხედავად ამისა, ოფიციალური პირები განაგრძობენ ხაზგასმას, რომ უმუშევრობის მაღალი დონე ინფლაციურ წნეხს დააბალანსებს. 

ვინ იგებს მაღალ ფასით?

ექსპორტიორი ქვეყნები - საუდის არაბეთი, რუსეთი, ნორვეგია და ნიგერია. მათი შემოსავლები გაიზრდება, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ეკონომიკის აღდგენაზე მეტი რესურსი მიმართონ. ამასთან, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა სიაში განვითარებადი ეკონომიკები დომინირებენ, რის გამოც, ფასის ზრდა მათზე მეტი გავლენას მოახდენს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებზე.

ვის არ აწყობს მაღალი ფასი?

პირველ რიგში, მომხმარებელ ქვეყნებს. ამ ქვეყნების ხარჯები გაიზრდება, რაც ცხადია ეკონომიკურ აღდგენას შეაფერხებს. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც იმპორტირებულ ენერგიას ეყრდნობიან, სავარაუდოდ დააფიქსირებენ ფისკალურ დეფიციტზე გაზრდილ ზეწოლას, რაც, კაპიტალის გადინებას და ვალუტის შესუსტებას განაპირობებს. იმპორტზე დამოკიდებული უმსხვილესი ქვეყნების სიაში არიან თურქეთი, უკრაინა და ინდოეთი. ჩინეთი, როგორც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი იმპორტიორი, ასევე დაუცველია მაღალი ფასებისგან.

როგორია OPEC- ის როლი ფასების კორექციაში უახლოესი პერიოდისთვის?

OPEC-მა და მოკავშირეებმა, მათ შორის რუსეთმა, გასულ კვირას მიიღეს შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება გააგრძელონ შეზღუდული მიწოდების პოლიტიკა, რამაც ბაზარი გამოაცოცხლა. საუდის არაბეთმა ასევე გაზარდა აშშ-სა და აზიაში შემდეგი თვის ექსპორტის ფასი. ქვეყანა აზიაში ფასის ზრდის მიუხედავად მოთხოვნის შემცირებას არ ვარაუდობს .

რაც შეეხება გეოპოლიტიკას?

აშშ-ში წარმოების გაზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ნავთობის ფასი მჭიდრო კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მყიფე გეოპოლიტიკურ ურთიერთობებთან, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორები არიან თავმყორილი.

საუდის არაბეთში ტერმინალზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენის Houthi-ის მებრძოლებმა აიღეს, ვისაც მხარს ირანი უჭერს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ რეგიონში აშშ-ს ურთიერთობების გადახედვა დაიწყო.

აშშ-მ ცოტა ხნის გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა გასცა. აშშ-ს თავდაცვის უწყებამ კვირას განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან ურთიერთობები, როგორც ჩანს, "კარგი" იქნება, მაგრამ "განსხვავებული."

Bloombeerg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედნა ქურანი და მიშელ ჯამრისკო