LIVE

ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი აკრძალა

21 ივლ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი აკრძალა

ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდის შესამცირებლად, ინდოეთმა გარკვეული სახეობის თეთრი ბრინჯის ექსპორტი აკრძალა.

ძლიერმა წვიმამ ქვეყანაში ნათესები დააზიანა, რის გამოც ბოლო 12 თვის განმავლობაში ბრინჯის ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შეზღუდვა ბასმათს, რომელიც ბრინჯის ერთ-ერთი სახეობაა, არ შეეხება. თუმცა, საგულისხმოა, რომ ბრინჯის სახეობა, რომელზეც აკრძალვა ვრცელდება, ამჟამად ინდოეთის ბრინჯის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ექსპერტები ამ ნაბიჯის ფონზე, გლობალურად ბრინჯის გაძვირებას ელიან.

ინდოეთი, მსოფლიოში ბრინჯის ყველაზე დიდი ექსპორტიორია და გლობალური გადაზიდვების 40%-ზე მეტსაც შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ინდოეთის მთავრობამ 20%-იანი საექსპორტო გადასახადი აამოქმედა. ქვეყანას ასევე შეზღუდული აქვს ხორბლისა და შაქრის გატანაც. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას გამოეთიშა, ზოგადად, სურსათის მარაგების ნაწილში გლობალურ ბაზარზე ახალი გამოწვევები გაჩნდა.