
ელონ მასკის ქონება ერთ დღეში $20.3 მილიარდით შემცირდა.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ახლა $234.4 მილიარდს შეადგენს და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა მასსა და მეორე ადგილზე მყოფ ფრანგ მილიარდერ, ბერნან არნოს სიმდიდრეს შორის სხვაობა გუშინდელი კლების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა. არნოს ქონებას ახლა $201 მილიარდითაა შეფასებული.
ერთ დღეში მასკის ქონების შემცირება Tesla-ს აქციების ვარდნას უკავშირდება. ავტომობილების კიდევ ერთხელ გაიაფების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ კომპანიის აქციების ვარდნა გამოიწვია.
Tesla-ს აქციები ნიუ-იორკში 9.7%-ით $262.90-მდე შემცირდა, რაც 20 აპრილის შემდეგ მისი ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა.
მასკი არ იყო ერთადერთი ამერიკელი მილიარდერი, რომელსაც გუშინ მძიმე დღე ჰქონდა. Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, Oracle-ის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა, Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა, Meta Platforms-ის მარკ ცუკერბერგმა და Alphabet-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ჯამში $20.8 მილიარდი დაკარგეს.