LIVE

6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $1.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო - Galt & Taggart

10 ივლ 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $1.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა 48.8%-ია.

მხოლოდ ივნისში კი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმის შემოსავლები 16%-ით, 350 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 

Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, რომ წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებში გაგრძელდება.