LIVE

Apple-ის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

01 ივლ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
Apple-ის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა

Apple-ის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა, რითაც ის გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია. 

iPhone-ების მწარმოებელი კომპანია მხოლოდ 2023 წელს $900 მილიარდით გაიზარდა, რაც Nasdaq 100 ინდექსის 37%-იანი მატებაში აისახა. Nasdaq 100 ინდექსი ზომავს 100 უმსხვილესი და ყველაზე აქტიური ვაჭრობის მქონე ამერიკული კომპანიის აქციების ფასს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისში Apple-მა $3-ტრილიონიან ნიშნულს სულ მცირე ხნით გადააჭარბა, თუმცა ამის შემდეგ კომპანიის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა.