LIVE

Disneyland-ი კალიფორნიაში მუშაობას 1 აპრილიდან გაანახლებს

06 მარ 202117:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
Disneyland-ი კალიფორნიაში მუშაობას 1 აპრილიდან გაანახლებს
Patrick T. Fallon/Bloomberg

კალიფორნიაში პარკები, სტადიონები და ადგილები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება, სავარაუდოდ, 1 აპრილს გაიხსნება. მუშაობის განახლების მთავარი პირობა უსაფრთხოების ზომების დაცვა იქნება.

რეგულაციების შემსუბუქებით ისარგებლებენ Walt Disney, SeaWorld Entertainment-ი და Live Nation Entertainment-ი. ასევე, ბეისბოლის გულშემატკივრებს შეეძლებათ სტადიონებს დაუბრუნდნენ.

პარკებსა და სტადიონებზე რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება. ობიექტები არასრული დატვირთვით იმუშავებენ. თემატურ პარკებში მოხვედრას სტუმრები დაჯავშნის მეშვეობით შეძლებენ. არ იფუნქციონირებს დახურული კვების ობიექტები. ლიმიტირებული იქნება ღია ცის ქვეშ მყოფთა რიცხვი. ყველა პარკსა და სტადიონზე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ინფიცირებულების რიცხვის კლებასთან ერთად, რეგულაციები შემსუბუქდება.

შტატის გუბერნატორის მრჩეველის განცხადებით, დამსაქმებლებს 1 აპრილამდე საკმარისი დრო ექნებათ იმისათვის, რომ მუშაობა წესების დაცვით განაახლონ. 

კალიფორნიაში ბოლო ერთი წელია მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. გასართობი ინდუსტრიის უდიდესი ნაწილი გასული წლის მარტში დაიხურა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ პალმერი და დევიდ ბეიკერი