LIVE

ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთების ფასი 125-ლარიდან 1450 ლარამდეა

19 ივნ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 858
ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთების ფასი 125-ლარიდან 1450 ლარამდეა

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125 ლარიდან იწყება და 1 450 ლარამდე მერყეობს.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება.

„ბილეთების შეძენას ხვალ, 20 ივნისის, 10:00 საათიდან TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე და Super App-ში.

Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორების თიბისისა და ვიზას დახმარებით კი, თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს“,- აღნიშნულია Black Sea Arena-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს 1 ოქტომბერს "დინამო არენაზე", Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. Starring Georgia Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიაა, რომლის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. კამპანიის ფარგლებში, 5-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, შეკვეთილსა და სხვა ლოკაციებზე 6 კონცერტია დაგეგმილი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვარსკვლავების კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა ქვეყანა ამ ღონისძიებებით მინიმუმ 100 მილიონის შემოსავალს მიიღებს.