LIVE

ხორვატია წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდება

16 ივნ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 626
ხორვატია წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდება

ხორვატია წელს ტურისტების რეკორდულად მაღალ რაოდენობას ელოდება. ტურისტების რიცხვის ზრდის მოლოდინს ქვეყნის შენგენის ზონაში შესვლა განაპირობებს.

ტურიზმის სექტორი ხორვატიის ეკონომიკის 20%-ს შეადგენს, თუმცა იგი COVID-19-ის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა. სექტორი 2022 წელს შედარებით გაიზარდა, ხოლო წელს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 1 იანვარს ხორვატია შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონაში შევიდა, ტურისტების რიცხვის მატებასთან დაკავშირებით მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა. 

2023 წლის ამ მომენტისთვის ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიონი შემოსვლა ფიქსირდება, რაც გასული წელთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ აცხადებს ხორვატიის ტურიზმის ასოციაცია, რომელიც მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მეტ მნახველს ელოდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ხორვატიამ ტურიზმიდან 13 მილიარდი ევრო ($14 მილიარდი) მიიღო. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.  

შენგენის ზონაში ხორვატია 2023 წლის 1-ელ იანვარს შევიდა