LIVE

ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს გამართავს

08 ივნ 202309:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 3660
ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს გამართავს

ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს 1 ოქტომბერს "დინამო არენაზე" გამართავს.

კონცერტი კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება. ბილეთები 20 ივნისის 10:00 საათიდან გაიყიდება. 

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, თუმცა სტადიონის კარები 17:00-ზე გაიღება. 
 
Starring Georgia არის Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანია, რომლის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. კამპანიის ფარგლებში, 5-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, შეკვეთილსა და სხვა ლოკაციებზე 6 კონცერტია დაგეგმილი
 

ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია: 

Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; 

FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; 

Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space; 

The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena; 

All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space; 

Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვარსკვლავების კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა ქვეყანა ამ ღონისძიებებით მინიმუმ 100 მილიონის შემოსავალს მიიღებს.