LIVE

Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, კრიპტოვალუტების ფასი დაეცა

06 ივნ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, კრიპტოვალუტების ფასი დაეცა

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლის მიერ კრიპტობირჟა Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ, კრიპტოვალუტები და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასები დაეცა. 

Binance-ის გამოშვებული კრიპტოვალუტა BNB-ის ფასი $300-დან $276-მდე შემცირდა. 

სიახლის გავრცელების შემდეგ, დაახლოებით $1000-ით, $26 800-დან $25 796-მდე შემცირდა უმსხვილესი ციფრული ტოკენის, ბიტკოინის ფასი. 

სიდიდით მეორე ტოკენის, ეთერიუმის ფასი $1868-დან $1815-მდე შემცირდა.  

უმსხვილესი კრიპტობირჟის წინააღმდეგ საქმის აღძვრა დარტყმა აღმოჩნდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სხვა კომპანიებისთვისაც. კრიპტობირჟა Coinbase-ის აქციების ფასი 9.1%-ით, კრიპტო მაინერი Riot Platforms-ის აქციები 8.8%-ით, Marathon Digital-ის 8.4%-ით, ხოლო Hut 8 Mining 4.6%-ით დაეცა.

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტობირჟა Binance-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ფასიანი ქაღალდების წესების დარღვევის გამო უჩივის.

ბირჟის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ცამეტ ბრალდებას მოიცავს. მათ შორისაა დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და არალეგალური ტრანზაქციები.