LIVE

აშშ-ის მარეგულირებელი Binance-ს და ჩანგპენგ ჟაოს უჩივის

05 ივნ 202320:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
აშშ-ის მარეგულირებელი Binance-ს და ჩანგპენგ ჟაოს უჩივის

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტობირჟა Binance-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ფასიანი ქაღალდების წესების დარღვევის გამო უჩივის.

ბირჟის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ცამეტ ბრალდებას მოიცავს. SEC ამტკიცებს, რომ სხვა დარღვევებთან ერთად, არარეგისტრირებული საქმიანობით, ბირჟამ ინვესტორების დაცვის წესები დაარღვია. 

ჟაო საქმეს Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჩივარს მისი გუნდი განიხილავს.

SEC თვეების განმავლობაში სწავლობდა გაყიდა თუ არა Binance-მა ციფრული ტოკენები არალეგალურად. BNB ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტოკენია. 

სიახლის გავრცელების შემდეგ, BNB-ის ფასი $300-დან $275-მდე დაეცა.