LIVE

სამი ინდუსტრია, რომელიც მზადაა ავტომატიზაციისთვის

10 ივნ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
სამი ინდუსტრია, რომელიც მზადაა ავტომატიზაციისთვის

ავტომატიზაციის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტის, ჯეფ ბერნშტეინის, თქმით, სამი ინდუსტრია უკვე მზადაა, რომ რობოტებით მომსახურებაზე გადავიდეს და ამ გზით ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს

მისი განცხადებით, ერთ-ერთია სოფლის მეურნეობა, რომელიც არაერთი წელია გამოცდის ან იყენებს სხვადასხვა ავტომატიზებულ თუ არაავტომატიზებულ ტექნოლოგიებს, რათა ოპერაციები უფრო ეფექტური და უსაფრთხო გახდეს. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე ტრაქტორის მწარმოებელი კომპანია Deere მუშაობს ავტონომიურ ტრაქტორზე, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს, რაც ფერმერების დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს. სოფლის მეურნეობაში ავტომატიზებული ტექნოლოგიები მოიცავს თვითმფრინავებსაც, რომლებსაც შეუძლიათ პესტიციდების შესხურება ნათესებზე; ასევე დისტანციური მართვის ტრაქტორები, მოსავლის აღების ავტომატური სისტემები და სხვა მონაცემთა და ლოგისტიკური მეურნეობის აპლიკაციები.

კიდევ ერთი მიმართულებაა საკვების გადამუშავება. უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე საერთაშორისო კომპანია, რომელთა საკვებს სწორედ რობოტები ახარისხებენ. ასეთია მაგალითად, Tyson Foods, რომლის განცხადებითაც, 2024 წლამდე ავტომატიზაციის ახალ შესაძლებლობებში 1,3 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

ჯანდაცვის ავტომატიზაცია კიდევ ერთი მიმართულებაა, სადაც ტექნოლოგია სწრაფად იმკვიდრებს წამყვან პოზიციებს. ბერნშტეინის თქმით, რობოტების დახმარებით, კლინიკაში მედიკამენტების ტრანსპორტირება პაციენტის საწოლამდე უფრო სწრაფად მოხდება. სწორედ ასეთია პიტსბურგში დაფუძნებული კომპანია Aethon, რომლის რობოტებსაც საავადმყოფოში დამოუკიდებლად ნავიგაცია შეუძლიათ.