LIVE

სემეკი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას

02 ივნ 202313:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
სემეკი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას. 

სემეკის განცხადებით, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. მსგავსი განცხადება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც გაავრცელა.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე - 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 1501.