
2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.1%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, მაისში ეს მაჩვენებელი 1.5% იყო.
მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:
- სანოტარო გადასახდელი - ზრდა 96%;
- საზამთრო - 50%;
- სარეცხი საპონი - 45%;
- ხახვი - 37%;
- სპექტაკლზე დასწრება - 35%;
- ასლის გადაღება - 33%;
- მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31%;
- მშრალი ბატარეა - 31%;
- ტუალეტის საპონი - 29%;
- საბანკო მომსახურების ღირებულება - 28%.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
- კომბოსტო - კლება 42%;
- ქლიავი - 39%;
- ბენზინი - 35%;
- ანტიბიოტიკები - 35%;
- მზესუმზირას ზეთი - 33%;
- წიწიბურა - 31%;
- ნიორი - 31%;
- თვითმფრინავით მგზავრობა - 29%;
- დიზელის საწვავი - 28%;
- ტელევიზორი - 27%.