LIVE

სტარტაპი, რომელიც ძველ ტანსაცმელს სუნამოდ, ფეხსაცმლად და ავეჯად გარდაქმნის

03 ივნ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
სტარტაპი, რომელიც ძველ ტანსაცმელს სუნამოდ, ფეხსაცმლად და ავეჯად გარდაქმნის

გერმანული სტარტაპი Re-Fresh Global-ი ძველ, გადაყრილ ტანსაცმელს აგროვებს და სუნამოდ, ფეხსაცმლად და ავეჯად გარდაქმნის.

მანქანები ტექსტილს ფერისა და მასალის ტიპის მიხედვით ახარისხებენ. ბიოტექნოლოგიური პროცესის მეშვეობით, მისგან საბოლოოდ სამი ბიოდეგრადირებადი ნედლეული, მათ შორის, ბიოეთანოლი და ნანოცელულოზა მიიღება. 

ბიოეთანოლი გამოიყენება სუნამოებში, ფარმაციასა და ბიოსაწვავში. ნანოცელულოზა კი ფეხსაცმლის, შეფუთვებსა და ლამინირებაში გამოიყენება.

ტექსტილის ინდუსტრია გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. მის დასამზადებლად ყოველწლიურად 98 მილიონ ტონა არაგანახლებად რესურსს, მათ შორის, ნავთობს და ქიმიკატებს იყენებენ. 

ყოველწლიურად გლობალურად 80 მილიარდზე მეტი ტანსაცმელი იწარმოება, საიდანაც მხოლოდ 12% გადამუშავდება. 

73 ტონა ნაგავსაყრელებზე ან ნარჩენების გამანადგურებელ მანქანაში ხვდება.

ცნობილია, რომ ნახშირბადის ემისიების 10%-ს ტექსტილის ინდუსტრია გამოიმუშავებს. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 25%-მდე გაიზრდება. ამასთან, გლობალურად წყლის დაბინძურების 20% ასევე ტექსტილის წარმოებითაა გამოწვეული.