LIVE

რუსეთში გერმანიის ოთხი საკონსულო იხურება

31 მაი 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
რუსეთში გერმანიის ოთხი საკონსულო იხურება

ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით, რუსეთში გერმანიის ხუთი საკონსულოდან ოთხი იხურება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს გააკეთა. 

ბერლინის ნაბიჯი მოჰყვა მოსკოვის გადაწყვეტილებას რუსეთში გერმანელი საჯარო მოხელეების რაოდენობაზე ლიმიტის დაწესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდგომ რუსეთის დატოვება წლის ბოლომდე 350 გერმანელ საჯარო მოხელეს მოუწევს. 

სწორედ ამის საპასუხოდ, ბერლინის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ნოემბრისთვის გერმანიის საკონსულოები კალინინგრადში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში დაიხურება. მხოლოდ მოსკოვში გერმანიის საელჩო და სანკტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულო გააგრძელებენ მუშაობას.