
რუსული ვაქცინის შეძენის გადაწყვეტილებამ სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მმართველი ალიანსი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.
კოალიციის ყველაზე პატარა პარტია კოალიციის დატოვებას აპირებს და პარტია SaS-სთან ერთად მთავრობის განახლებას მოითხოვს.
დაპირისპიირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს მატოვიჩმა თქვა, რომ სლოვაკეთი რუსეთიდან 2 მილიონ დოზა Sputnik V ვაქცინას მიიღებს. ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრის მისამართით პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვას და კოალიციის ზოგიერთი წევრის კრიტიკა მოყვა. მათ მატოვიჩი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს და მათ ზურგს უკან მოქმედების გამო გააკრიტიკეს.
”დროა, ვისაუბროთ მთავრობის ცვლილებებზე. ასე გაგრძელება გაგვიჭრდება. ჩვენ აშკარად ვერ ვახერხებთ პანდემიასთან ბრძოლას. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართა ყველა: მედია, პრეზიდენტი, კოალიციის პარტნიორები და, რა თქმა უნდა, საზოგადოება. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ," განაცხადა SaS-ის თავმჯდომარემ, რიჩარდ სულიკმა.
პრემიერ-მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთიდან ვაქცინების შეძენას ნუ აქცევენ მთავრობის დამხობის მიზეზად. მისი თქმით, გადაწყვეტილებების მისაღებად მეტი დროა საჭირო.
პანდემიასთან ბრძოლის გამო, მატოვიჩს აქამდეც აკრიტიკებდნენ. Bloomberg-ის მონაცემებით, სლოვაკეთი ახლა ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერია. თუმცა ვაქცინაციის ტემპით, სლოვაკეთი სხვა ევროკავშირის ქვეყნებს მიყვება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეა დუდიკი და პიტერ ლაკა