LIVE

სლოვაკეთი ევროპაში მეორე ქვეყანაა, რომელიც რუსულ ვაქცინას ყიდულობს

02 მარ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 525
სლოვაკეთი ევროპაში მეორე ქვეყანაა, რომელიც რუსულ ვაქცინას ყიდულობს
Andrey Rudakov/Bloomberg

უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვაკეთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის რუსულ ვაქცინას გამოიყენებს. Sputnik V-ის ვაქცინების ნაწილი უკვე სლოვაკეთშია. მარაგის მიღება ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში ქვეყანა Sputnik V-ის 2 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. 

პრემიერ-მინისტრი, იგორ მატოვიჩი, რომლის რეიტინგი არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე დაეცა, ამბობს, რომ  ვირუსმა "გეოპოლიტიკა არ იცის". მას თავად ჯერ არ გადაუწყვეტია, თავად რომელი ვაქცინით აიცრება და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. 

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამჟამად სლოვაკეთი ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ლიდერია. შვიდი დღის განმავლობაში ქვეყანაში ერთ მილიონ მოქალაქეზე 125,3 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის აღმასრულებელი ოფიცრის, კირილ დმიტრიევის, განაცხადებით, ვაქცინის მიმართ ინტერესს რეგიონის სხვა ქვეყნებიც იჩენენ. თუმცა, უნგრეთი, რომელმაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისთვის, ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა, ამბობს, რომ Sputnik V-ს ლიმიტირებულად იყენებს, რადგან ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა არ შემცირდეს. 

ვაქცინაციის მიმართ ეჭვი რუსებსაც აქვთ. მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ამბობს, რომ აცრის გაკეთებას არ აპირებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეა დუდიკი