LIVE

Google პასიური ანგარიშების გაუქმებას აპირებს

18 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 291
Google პასიური ანგარიშების გაუქმებას აპირებს

Google გეგმავს, რომ მალე ისეთი ანგარიშები წაშალოს, რომლებიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. ეს ნაბიჯი, კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას ემსახურება.

განახლებული წესები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა Google დეკემბრამდე არ დაიწყებს ანგარიშების წაშლას, რადგან აპირებენ მომხმარებლებს არა ერთი გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნონ და ანგარიშები ეტაპობრივად წაშალონ.  

პირველად ისეთი ანგარიშები გაუქმდება, რომელიც შექმნის შემდეგ მომხმარებელს აღარასდროს მოუნახულებია. რაც შეეხება ორგანიზაციულ ანგარიშებს, ამ ეტაპისთვის ისინი ხელშეუხებელი დარჩება და ეს ცვლილება მხოლოდ პირად ანგარიშებს შეეხება. თქვენი ანგარიშის შესანარჩუნებლად, საკმარისია შეხვიდეთ Google-ის სერვისებში, ყურადღებით გაეცნოთ ელექტრონულ ფოსტას და ნებისმიერი აქტივობა განახორციელოთ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პასიური ანგარისების წაშლის შესახებ განცხადება Twitter-მაც გაავრცელა, ილონ მასკის თქმით, სოციალური ქსელი Twitter წაშლის ანგარიშებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური არ არის.