LIVE

რამდენ ხანს გეგმავენ რუსი მიგრანტები საქართველოში დარჩენას - TBC Capital-ის მიმოხილვა

16 მაი 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
რამდენ ხანს გეგმავენ რუსი მიგრანტები საქართველოში დარჩენას - TBC Capital-ის მიმოხილვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული მიგრანტების 35% საქართველოში დარჩენას 2 წელზე მეტხანს აპირებს. ამის შესახებ საუბარია TBC Capital-ის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში. 

კვლევა ემყარება გასული წლის დეკემბერში TBC Bank-ის მიერ გამოკითხული რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მომხმარებლების პასუხებს, საიდანაც ძირითადი წილი (90%) რუსეთიდან შემოსულ ადამიანებზე მოდის. 

გამოკითხულთა 33%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თუ რამდენ ხანს დარჩება საქართველოში, 15% ქვეყანაში ყოფნას 1-2 წლით გეგმავს. 9% ვარაუდობს, რომ საქართველოში 6 თვეზე ნაკლები დროით გაჩერდება. ამავე ოდენობის გამოკითხულები 6-12 თვით დარჩენას აპირებენ. 

ამასთან, გამოკითხულების 48% ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, 29% - ქართულში, 22% - რუსულში, 2% კი - ბელარუსულში.  

შსს-ის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობდა. ერთ წელში ქვეყანაში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.