LIVE

დავითაშვილი: პირდაპირ ფრენებს აქვს როგორც კომერციული, ასევე სოციალური მნიშვნელობა

15 მაი 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 504
დავითაშვილი: პირდაპირ ფრენებს აქვს როგორც კომერციული, ასევე სოციალური მნიშვნელობა

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებს საქართველოსთვის კომერციულთან ერთად სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოსთან კავშირი გაუმარტივდებათ.

„საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა პირიქით, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს განახლებული ფრენები. ამას აქვს როგორც კომერციული, ასევე სოციალური მნიშვნელობა საქართველოსთვის, რადგან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ან ეთნიკურად ქართველები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი ავიამიმოსვლით, არ ჰქონდათ წვდომა ოჯახებთან. აქ ასეული ათასი ადამიანის საჭიროებებზეა საუბარი“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებით უსაფრთხოების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

„რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე ცალმხრივად განაახლეს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებებს, უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. მოთხოვნაა როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე, როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსული ავიაკომპანიების მიერ. საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა, რომ შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. ძალიან ბევრ, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აქვთ ფრენები რუსეთთან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვაზღვევთ უსაფრთხოების საკითხებს და ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელსაც რუსეთთან ფრენები გააჩნიათ. ესაა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ სანქცირებული ბორტები და სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული“,- აღნიშნა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმაგადაწყვეტილება 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება.