LIVE

Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვები გრძელდება

06 მაი 202319:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 345
Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვები გრძელდება

Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვები, რომლებიც ხელფასების მომატების მიზეზით ერთი კვირაა დაიწყო, კვლავაც გრძელდება. კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსის (AMPTP) განცხადებით, Hollywood-ში გაფიცულ სცენარისტთა გილდიას წლიური ხელფასის $97-მილიონიან ზრდას სთავაზობდნენ. სცენარისტების მტკიცებით კი, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათ რეალურად მხოლოდ $41 მილიონის ზრდა შესთავაზეს. 

ამერიკის სცენარისტთა გილდია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 500 სცენარისტს აერთიანებს, კვირის დასაწყისში გაიფიცა. შედეგად, ასობით სატელევიზიო პროგრამისა და ფილმის წარმოების პროცესი საფრთხის ქვეშ დადგა. გაფიცვები 6-კვირიან წარუმატებელ მოლაპარაკებებს მოჰყვა. 

გარდა ანაზღაურებისა, სცენარისტთა გილდიის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური ინტელექტია. ისინი ეწინააღმდეგებიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას მათ სფეროში და აცხადებენ, რომ სცენარი მხოლოდ ადამიანმა უნდა შეადგინოს. 

ამერიკის სცენარისტთა გილდიამ 15 წლის შემდეგ პირველად შეწყვიტა მუშაობა. ბოლოს მსგავსი გაფიცვა 2007-2008 წლებში, 100 დღის განმავლობაში მიმდინარეობა, რაც კალიფორნიის ეკონომიკას $2 მილიარდზე მეტი დაუჯდა.