LIVE

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI

03 მაი 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ", 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არაა მოსალოდნელი, 3%-მა კი არ იცის.

მარტში ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

ამასთან, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უგზავნის ფულს.

კვლევა ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. გამოკითხვის ფარგლებში ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა. გამოკითხვა მოიცავს 1 032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2%. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ემიგრანტების 80.5% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.