
SpaceX-მა წარმატებით გაუშვა მძლავრი კომერციული რაკეტა Falcon Heavy მას შემდეგ, რაც გასულ თვეში Starship აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
რაკეტა ორბიტაზე ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.
ის ორბიტაზე გადაიტანს სამ თანამგზავრს, რომლებიც აშშ-ის სოფლებს, თვითმფრინავებსა და გემებს ინტერნეტთან წვდომით უზრუნველყოფს.
SpaceX-ის განცხადებით, Falcon Heavy მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაკეტაა. მისი ძრავები აფრენისას გამოიმუშავებენ იმდენ ძალას, რამდენსაც დაახლოებით თვრამეტი ბოინგ 747. მას ორბიტაზე თითქმის 64 ტონის წაღება შეუძლია.