LIVE

SpaceX-მა Starship მეორე მცდელობაზე წარმატებით გაუშვა

20 აპრ 202317:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
SpaceX-მა Starship მეორე მცდელობაზე წარმატებით გაუშვა

Starship-ის საცდელი გაშვების მეორე მცდელობა დღეს წარმატებით დასრულდა. ილონ მასკის SpaceX-მა მსოფლიოში უდიდესი რაკეტა ტეხასის შტატიდან ცოტა ხნის წინ გაუშვა.

ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა, თუმცა ინჟინრები გაშვებას წარმატებულად აფასებენ.

„გუნდები გააგრძელებენ მონაცემების მიმოხილვას და მუშაობას შემდეგი ფრენის ტესტირებისთვის. მსგავსი საცდელი გაშვებებით, წარმატება მოდის იქიდან, რაც ვსწავლობთ. დღევანდელი გაშვება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ Starship-ის საიმედოობა, რადგან SpaceX ცდილობს სიცოცხლე მრავალპლანეტარული გახადოს. გილოცავთ SpaceX-ის მთელ გუნდს Starship-ის ამაღელვებელი პირველი ინტეგრირებული ფრენის გამოცდას!”,- ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში. 

Starship ყველაზე დიდი და ძლიერი რაკეტაა, რაც ოდესმე ადამიანს კოსმოსში გაუყვანია. მისი გაშვება ორშაბათს იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, გადაიდო.

რაკეტას გამოცდას უტარებენ იმ რწმენით, რომ საბოლოოდ შეძლებს პლანეტათაშორისი მოგზაურობის ეპოქა დაიწყოს. როგორც მასკმა დატვიტა, რაკეტის გაშვების მორიგი მცდელობა რამდენიმე თვეში იქნება.